Skip to content
25/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ემსახურება მხოლოდ შავ პროპაგანდას ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან

მარშალ პრესი 25/06/2026
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროსაბჭოს რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის მიმართულია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შავი პროპაგანდის გავრცელებისკენ. “პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვლევას ეფუძნება და თუკი ევროპელები მარტო ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ყალბ კვლევებს არ ეყრდნობიან, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი უსამართლო რეზოლუციები მათსავე შავ პიარს ემსახურება”- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე ევროპელი ლიდერები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ქართველი საზოგადოება მსგავს გზავნილებს კრიტიკულად აღიქვამს და ისინი რეალურ შედეგს ვერ იძლევა.

„ევროსაბჭოს რეზოლუციებს რომ ქართველი ხალხი უკვე ორი ყურის პრინციპით უსმენს, ამაში აქამდე უნდა დარწმუნებულიყვნენ ევროპელი ლიდერები. მერამდენე მცდელობაა ეს და მერამდენე იმედგაცრუება იქნება მათთვის. ევროსაბჭოს სხდომიდან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების პანელურმა ფოტომ კი, საბჭოთა პერიოდის ბრეჟნევის დელეგაციების ფოტო გამახსენა. სიმართლე ის არის, რომ ევროსაბჭოს მორიგი რეზოლუციაც ემსახურება მხოლოდ “შავ პროპაგანდას” ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან. როგორც ჩანს, პიარ-სტრატეგიაშიც აშკარა კრიზისი აქვთ. პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვლევას ეფუძნება და თუკი ევროპელები მარტო ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ყალბ კვლევებს არ ეყრდნობიან, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი უსამართლო რეზოლუციები მათსავე შავ პიარს ემსახურება. ევროსაბჭომ რაც არ უნდა დაწეროს, მომავალი არჩევნებიც მშვიდობიანად და სამართლიანად ჩაივლის. ქართველი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს და დაანახებს მსოფლიოს, რომ ნებისმიერი უსამართლო ზეწოლა იმ ერზე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო იდენტობისთვის ბრძოლაში, ფუჭია და მიზანს ვერასოდეს მიაღწევს“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა – მევლუდ ჩულუხაძე
Next: პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.