Skip to content
25/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა – მევლუდ ჩულუხაძე

მარშალ პრესი 25/06/2026
mevlud chulukhadze

მთელი მსოფლიო გაერთიანდა, რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საქართველოში კი ამას სასაცილოდ ხდიან – ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე იუთუბერ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მკაცრად აკრიტიკებს და მომხდარს ონკოპაციენტების მშობლების უდიდეს შეურაცხყოფად აფასებს.

https://cdn.rustavi2.ge/2026/06/25/6%20lukadan%20kaci.mp4

მევლუდ ჩულუხაძე პოდკასტერებისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს და მათ დაავადებული ბავშვების მძიმე ყოფით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

“შეურაცხმყოფელია რა თქმა უნდა მშობლებისათვის და ბავშვებისათვის რომლებიც გადიან ურთულეს გზას, ამ უსამართლო ბრძოლაში.

მთელი მსოფლიოა გაერთიანებული, მთელი მსოფლიო გაერთიანდა იმისთვის რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საჩუქარი აჩუქონ, რაღაცით მოეფერონ გული გაუხარონ და გამოდის ქართველთა ჯგუფი და ამას სასაცილოდ ხდიან – ეს არ შეიძლება.

ეს არის ონკოპაციენტების მშობლების უდიდესი შეურაცხყოფა.

საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ყველა, ონკოპაციენტების მშობლები, რომ ჩვენს შვილებს აუგად იხსენიებენ.

ეს არ არის სასაცილო თემა, დაინტერესდნენ მაინც რა გზას გადის თითოეული ბავშვი, თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! საშინელება, ამის აღწერა და თქმა შეუძლებელია ამას ვერ აგიხსნით.. ვერ ავხსნით ამას.” – აცხადებს მევდულ ჩულუხაძე.

Post navigation

Previous: პაატა სალია: „ამ ფორუმმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა საჯარო სერვისებისა და საჯარო მმართველობის თვალსაზრისით“
Next: თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ემსახურება მხოლოდ შავ პროპაგანდას ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.