Skip to content
24/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

მთავარი პროკურორი – კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ

მარშალ პრესი 24/06/2026
giorgi gvarakidze

კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„სულ უფრო ხშირად კიბერდამნაშავეები ორგანიზებული დანაშაულის სტატუსით ოპერირებენ, დანაშაულებრივი კვალის დაფარვის შესაძლებლობები კი ყოველდღიურად იხვეწება. ამ გამოწვევის საპასუხოდ საქართველოს პროკურატურა წარმატებით თანამშრომლობდა ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერებთან, საერთაშორისო თანამშრომლობის უწყებათაშორის ქსელებთან, რათა გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უფრო სწრაფი და შედეგიანი გახდეს“,- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წელს, წინა 5 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო კიბერდანაშაულის ფაქტებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი და მან 246 პირი შეადგინა.

„2025 წელს განვაახლეთ „ვირტუალური აქტივების ამოღების პროცედურების შესახებ“ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო და ვიყენებთ კრიპტოვალუტის მიდევნებისა და ანალიზის სპეციალურ პროგრამებს, რომელიც ეხმარება გამომძიებლებს სათანადო პროცედურების დაცვით ამოიღონ და აღმოაჩინონ ვირტუალური აქტივები“,- აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიური შეფასებები და ევროსაბჭოს მორიგი უსამართლო რეზოლუცია ერთმანეთს ეწინააღმდეგება
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.