Skip to content
24/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიური შეფასებები და ევროსაბჭოს მორიგი უსამართლო რეზოლუცია ერთმანეთს ეწინააღმდეგება

მარშალ პრესი 24/06/2026
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს პროგრესის პოზიტიურად შეფასება და ამავე დროს ევროსაბჭოს რეზოლუციაში „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბარი ერთმანეთთან შეუთავსებელია.

დეპუტატის თქმით, სწორედ ასეთი წინააღმდეგობრივი მიდგომების გამო საზოგადოებაში აღარ არსებობს ნდობა საქართველოსთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიის განცხადებებისა და ქმედებების მიმართ. „როგორ შეიძლება, ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციები პოზიტიურად აფასებდნენ საქართველოს წინსვლას და ამავე დროს ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ რეზოლუციაში „დემოკრატიულ უკუსვლაზე“ საუბრობდნენ? ეს ყველაფერი ერთმანეთთან თავსებადი არ არის და სწორედ ამიტომ აღარ სჯერა არავის ევრობიუროკრატიის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა თუ ქმედებების“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა
Next: მთავარი პროკურორი – კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.