ჩვენ შევაფასეთ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან, შესაბამის ჯარიმებთან დაკავშირებული სტატისტიკა და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ ამ შემთხვევაში გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდა ჯარიმების შემცირება.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად გაზრდილი ჯარიმებით, შესაბამისად, ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება,“- აღნიშნა პრემიერმა.
