Skip to content
23/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე – აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის და ეს არის რეალობა, დანარჩენი რაც რეზოლუციაში წერია, არ არის საინტერესო

მარშალ პრესი 23/06/2026
irakli kobakhidze

ვიცით, როგორი პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანია ასეთი რეზოლუციები, სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად, არც ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები არც ევროსაბჭოში და არც ევროპარლამენტში.

„ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში. ვიცით, როგორი პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანია ასეთი რეზოლუციები. სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად, არც ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო.
არასამთავრობო სექტორი უკვე გაუგებარი ტერმინია, არასამთავრობო სექტორი არის ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის სამთავრობო სექტორი და ასეთია 3.5 მლნ ადამიანი დაახლოებით საქართველოში. საერთოდ აბსურდია ყველაფერი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ, რაზეც საუბარია რეზოლუციაში. რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით, არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის. ეს არის რეალობა და დანარჩენი რაც რეზოლუციაში წერია, არ არის საინტერესო,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეს საზოგადოებას, ეს წარმოუდგენელია, ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდებით, ეს არის ძალიან მარტივი რეალობა
Next: არ გვინდა, რომ გაზრდილი ჯარიმებით ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას ტვირთად, შესაბამისად, მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.