Skip to content
22/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლანა მორგოშია: „საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც საქართველომ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია“

მარშალ პრესი 22/06/2026
lana morgoshia

„საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც ჩვენმა ქვეყანამ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია საჯარო მმართველობის, ზოგადად, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების მიწოდებისა თუ ამ მიწოდების არხების განვითარების მიმართულებით“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება და მასში გაერო-ს წევრი 100 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

„ეს ყოველწლიური ფორუმია და, როგორც აღვნიშნეთ, ველოდებით 500 მონაწილეს გაერო-ს 100 წევრი ქვეყნიდან. მათ შორის იქნებიან მაღალი დონის დელეგაციები: მინისტრები, ძირითადად, იუსტიციის მინისტრები და საჯარო მმართველობის მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები“, – აღნიშნა ლანა მორგოშიამ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა თემის განხილვა პარალელურ რეჟიმში პანელური დისკუსიებისა და ვორქშოფების ფორმატში წარიმართება.

„ქართულ მხარესთან ერთად, დისკუსიებში ჩართული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები“, – განაცხადა ლანა მორგოშიამ.

Post navigation

Previous: ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი სამშობლოს სათავეში დგას – დიმიტრი სამხარაძე
Next: „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ახალგაზრდებთან მიმართებით გვაქვს – ირაკლი ჩიქოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.