Skip to content
22/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი სამშობლოს სათავეში დგას – დიმიტრი სამხარაძე

მარშალ პრესი 22/06/2026
dimitri samkharadze

„იმედის კვირაში გასულ სიუჟეტში მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რაც ერისკაცმა და მისმა ოჯახმა ქართველი ერისა და სახელმწიფოსთვის გააკეთეს! ვინ იცის, კიდევ რამდენ სიკეთეს აკეთებს ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი, რაც საჯაროდ არც გაჟღერებულა და შესაძლოა, ვერც კი გავიგოთ.“- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის კვირის“ რეპორტაჟზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ქველმოქმედის და მშვიდობის გარანტის, განვლილ გზას აღწერს. სამხარაძე ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე და იმ დიდ ამაგზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სამშობლოს წინაშე აქვს გაწეული და აღნიშნავს, რომ ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ის და მისი გუნდი სამშობლოს სათავეში დგანან.

„მხოლოდ ამ სიუჟეტში ნაჩვენები ფაქტებიც კი ნათლად აჩვენებს, როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, როგორ უნდა დაიცვა იგი და გადაეფარო ფარად როგორც შიდა, ისე გარე მტრების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს მანქურთთა მცირე წარმომადგენლობა და აგენტურა, რომლებიც ცდილობენ ერისკაცის მიერ გაკეთებული საქმის წაშლას, იგნორირებას უკეთებენ იმ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ნაბიჯებს, რომელთა შედეგადაც ჩვენი სამშობლო უფრო ძლიერი ხდება. ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით და არც გამოუვათ. მე არაერთხელ შემხვედრია მოქალაქე, რომელიც აპარტიული ყოფილა ან სულაც ქართული ოცნების პოლიტიკის მოწინააღმდეგე, თუმცა ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის ქველმოქმედებაზე ობიექტურად უსაუბრია, საქართველოს გადარჩენაში მის როლზე მხარდაჭერაც გამოუთქვამს.

ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენმა ერმა იცის, კონკრეტულ დროს რა უნდა გააკეთოს. თუ ვინმეს ოდნავ მაინც აქვს ილუზია, რომ გადამთიელების ხუშტურებზე ვივლით, მინიმუმ ძალიან ცდება. დიდი ამაგი აქვს გაწეული ერისკაცს ჩვენი სამშობლოსთვის. ყველა მისი საქმე, როგორც საღვთო, ისე საერო, მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილებაა. სისხლიანი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსებას, ქართულ ტრადიციებსა და სარწმუნოებას. უფრო დაფასებული იყო კუბილიუსებისა და მათი მსგავსი კასტა, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა. ნელ-ნელა გვანადგურებდნენ, ყველაფრის წართმევას გვიპირებდნენ, საზოგადოებაში უნდობლობასა და ნიჰილიზმს თესავდნენ, ახალგაზრდებს კი მომავალს ართმევდნენ. ასეთ რთულ დროს მხოლოდ ერთ ქართველ კაცს შეეძლო დაპირისპირებოდა უცხოეთიდან მართულ და წაქეზებულ რეჟიმს და რა თქმა უნდა ეს იყო ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი. ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ერისკაცი და მისი გუნდი ჩვენი სამშობლოს სათავეში დგანან!“- წერს სამხარაძე.

Post navigation

Previous: საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ 2026 წლის გახსნის ცერემონიაზე ახალგაზრდებს მიმართა
Next: ლანა მორგოშია: „საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც საქართველომ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.