Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

მარშალ პრესი 20/06/2026
09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ტაჯიკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, პარტნიორობის, ასევე პარლამენტთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივებს.
აღინიშნა, რომ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული ვიზიტი და ხელმოწერილი შეთანხმებები  ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების, ისევე როგორც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ახალ ეტაპზე გადასვლას.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, ოლი მეჯლისის შენობა დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

Post navigation

Previous: საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე – მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის განმტკიცებას გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
Next: გურამ მაჭარაშვილი: საქართველოსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებში ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.