Skip to content
20/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო-ტაჯიკეთის ერთობლივი კომუნიკე – მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის განმტკიცებას გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

მარშალ პრესი 20/06/2026
10

მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის განმტკიცებას გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას გაეროს ქარტიის მიზნებისა და პრინციპების მიმართ და აღიარებენ მის უალტერნატივო ცენტრალურ როლს.

“მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების მიმართ, მათ შორის, ტერორიზმის, ექსტრემიზმის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, კიბერდანაშაულისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აღნიშნულია კომუნიკეში.

Post navigation

Previous: პრემიერი – ტაჯიკეთში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.