დიდუბის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალგაზრდებზე ორიენტირებული სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. გამგეობის ორგანიზებით, მინი ფეხბურთის ტურნირი „დიდუბე 2026” დაიწყო.
შეჯიბრში 15 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფინალური მატჩების დასრულების შემდეგ, საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდები (I, II, III და IV ადგილი), აგრეთვე, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, მეკარე და ბომბარდირი გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს თასები, მედლები, სამახსოვრო სიგელები და სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ.
ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და ახალგაზრდების სპორტულ აქტივობებში ჩართულობა დიდუბის რაიონის გამგეობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს
