Skip to content
25/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობა ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას დიღმის მასივის III კვარტალში ახორციელებს

მარშალ პრესი 18/06/2026
726660264_1464686299034158_3451319641763191788_n
დიდუბის რაიონის გამგეობა ამ ეტაპზე საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას დიღმის მასივის III კვარტალში ახორციელებს, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები უკვე დაასრულა.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოები 4 200 კვ.მ ფართობზე ხორციელდება, ხოლო პროექტის ღირებულება 632 000 ლარს შეადგენს. განხორციელებული სამუშაოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი გაეცნენ. მათ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას პროექტის მიმდინარეობისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ისაუბრეს.

Post navigation

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ აქ შედგება კომისია, რომელიც შეარჩევს “ღირსეულთ” და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი
Next: დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მინი ფეხბურთის ტურნირი „დიდუბე 2026” დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.