Skip to content
18/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში

მარშალ პრესი 18/06/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული ზოგიერთი რეკომენდაცია, საბჭოთა პრაქტიკებს გავს.

აბაშიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ჩანაწერზე, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის გადაადგილების დამატებითი მექანიზმის შექმნას ეხება.
მისი თქმით, მსგავსი მიდგომა ქმნის პრივილეგირებული ჯგუფების ჩამოყალიბების საფრთხეს.

„კომპარტიულ სულისკვეთებას არ მიუტოვებია არც ევროდეპუტატი იუკნევიჩიენე და არც მისი სხვადასხვა ასაკის კოლეგები. ეს გამოჩნდა ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოზე, სადაც სხვა ტოქსიკური სიბრიყვეების გარდა, ევროკომისიას მოუწოდებენ შეიქმნას რაღაც მექანიზმი, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის უვიზო მიმოსვლის გარანტორი იქნება ანუ ერთგვარი კომპარტიული მეოთხე სამმართველო, სპეცსანატორიუმებში (ევროპულ ქვეყნებში) ე.წ. პრივილეგირებულთათვის უვიზო მოგზაურობის ანუ “პუწიოვკების” გაცემაში.
და ვინ დაადგენს თუ ვინაა ე.წ. ნამდვილი ჟურნალისტი თუ აქტივისტი ანუ “სოციალისტური შრომის გმირი” ანუ “ევრომონა”? ალბათ, რაღაც ნეობოლშევიკური “ტროიკები”. მაგალითად, ეკა გიგაური, ნინო ლომჯარია და ბაბუცა პატარაია და ა.შ.
ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტის რეზოლუცია: მოვუწოდებთ ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ
Next: ზაალ ანჯაფარიძე: თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ აქ შედგება კომისია, რომელიც შეარჩევს “ღირსეულთ” და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.