Skip to content
18/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ევროპარლამენტის რეზოლუცია: მოვუწოდებთ ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ

მარშალ პრესი 18/06/2026
euro

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.

„მივესალმებით კომისიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის, რაც 2026 წლის 6 მარტიდან ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში გამოიყენება 2025 წლის 30 დეკემბერს ძალაში შესული და უფრო მოქნილი ვიზის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევით განხორციელებული ქმედებების შედეგად; რეზოლუცია გასცემს გაფრთხილებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნებას“ დაეკისრება. მოვუწოდებთ კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

Post navigation

Previous: ნატა ფერაძე: “ნაცები” ან მათი მხარდამჭერი ვინც არ ხართ, თქვენც 24/7 ნაცების შიდა ბორდელის გარჩევით უნდა მო* * *ათ პოლიტიკური ამინდი?
Next: გია აბაშიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.