Skip to content
17/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა

მარშალ პრესი 17/06/2026
5005

პარიზში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა  ირაკლი ჩიქოვანმა  ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მას  მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე, სახელმწიფოებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი  მხარდაჭერისთვის.  შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის, მათ შორის, სამთო, განათლებისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი – გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ირაკლი ყურაშვილი, სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი დაესწრნენ.

 

Post navigation

Previous: რასა იუკნევიჩიენე: 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო
Next: ეკა სეფაშვილი: რუმინეთიც და სხვა ქვეყნებიც დარწმუნდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდებისა და მსგავსი ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.