Skip to content
17/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რასა იუკნევიჩიენე: 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო

მარშალ პრესი 17/06/2026
rasa

სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვა ვრცელდება, რომელიც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში განსახილველ ანგარიშზე საუბრობს. ამასთან, ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.

მისი თქმით, უკრაინელების ბრძოლის გამო ეს ფანჯარა გაიღო და მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ შესაძლებლობას არ იყენებს.

„2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. არავინ! არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, მათი გმირული ბრძოლის გამო ევროპული ცხოვრების წესისთვის ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ასევე, დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს არის, მე ვიტყოდი, „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაული. ისინი არა მხოლოდ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ.

თუ ქართველი ხალხი დანებდება, ევროკავშირში არავინ გააკეთებს მათ საქმეს, ქართველების ნაცვლად. ეს უნდა გესმოდეთ. რა მოხდა უნგრეთში? ხელისუფლებაში ყოფნის 16 წლის შემდეგ ორბანმა წააგო. თქვენ ახლა ბიძინა ივანიშვილის მესამე ვადა გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ხანგრძლივი რეჟიმია საქართველოში. მაგრამ რა მოხდა უნგრეთში? ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დემოკრატიისკენ მიისწრაფვის, გაერთიანდა და მისცა ნათელი ალტერნატივა უნგრელ ხალხს არჩევნების დროს. ჩემი სურვილი და იმედია, რომ ქართველი ხალხის შეძლებს საკუთარი თავის ისე ორგანიზებას, როგორც ეს უნგრელებმა გააკეთეს.“- აცხადებს იუკნევიჩიენე.

Post navigation

Previous: „ნეიტრალური საქართველო“: მარტა კოსის მიერ გაჟღერებული იდეა საუკეთესოდ გამოხატავს, რომ დღეს „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ
Next: საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთში კოლეგამ უმასპინძლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.