Skip to content
16/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია

მარშალ პრესი 16/06/2026
tamar chergoleishvili

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ოპოზიციის ალიანსში „ნაციონალური მოძრაობის“ როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ ფაქტობრივად ისინი „ალიანსში“ არც არიან და უკვე ორი თვეა, არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.

როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“ დაფინანსებაშიც კი არ იღებს მონაწილეობას.

[„ნაციონალური მოძრაობა“ „ალიანსში“] არც არის ახლა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არანაირი მონაწილეობა არაფერში არ მიუღია. ერთადერთი რასაც ითხოვდნენ, 26 მაისის აქციას რომ ვატარებდით, იქ სიტყვით გამოსვლა უნდოდათ და ფავლენიშვილმა ერთი დღე რიფლეტები არიგა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება მოეპოვებინა. 26 მაისი დამოუკიდებლობის დღეა, წიხლების რტყმას ხომ ვერ დავუწყებდით ფავლენას, სიტყვით არ გამოხვიდეო, ხომ? მაგას ხომ არ ვიტყოდით. არ არსებობენ საერთოდ, არანაირი კონტრიბუცია, არც ფინანსური… გერმანული ანგარიშით ვიყოფთ იქ ყველაფერს. ვიღაც ერთი კაცი არ გვაფინანსებს. ყველა პარტია შევდივართ ჩვენს წილს. მაგაშიც არ შემოსულან. ჩათვალე არ არსებობენ“- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“.

Post navigation

Previous: ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.