Skip to content
16/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ

მარშალ პრესი 16/06/2026
levan maxashvili

ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის ინფორმაციით, ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის უერთიერთობებს და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც უერთიერთობების განახლებას უზრუნველყოფს.

“ჩვენ გვიმასპინძლა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად გვქონდა გაფართოებული შეხვედრა, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ძალიან სიღრმისეულად, ყველა იმ პრობლემატიკაზე, რაც არის გასული თვეების განმავლობაში საქართველოში, მაგრამ, ასევე – მომავალთან დაკავშირებით: რა ნაბიჯებია სამომავლოდ გადასადგმელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით,” – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

“ასევე, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე – შავი ზღვის რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით და არის ამისი სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ასევე, დაგეგმილია შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ლუქსემბურგში და გვქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვესაუბრა, რათა, როდესაც აღნიშნული ვიზიტი განხორციელდება, ის იყოს შესაბამისად მომზადებული და შესაბამისი შედეგებით,” – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

Post navigation

Previous: პაატა სალიამ ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა
Next: თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი თვეა, საერთოდ არაფერში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.