Skip to content
16/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

მარშალ პრესი 16/06/2026
045

ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატაში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მასპინძლები იყვნენ ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გუსტი გრაასი და თავდაცვის კომიტეტის
თავმჯდომარე მარკ ჰანსენი. გაფართოებულ ფორმატში მონაწილეობდნენ ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სხვადასხვა კომიტეტის წევრები.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გასული წლების დინამიკა და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შედის ორივე მხარის ინტერესებში და რომ მხარეები გააგრძელებენ ამ მხრივ ძალისხმევას.

ამასთან, საქართველოსა და ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებმა მიმოიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური, უსაფრთხოების და ეკონომიკური მოვლენები, აგრეთვე, ორმხრივი კავშირების ფართო სპექტრი.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: როდესაც ოთხი წლის წინ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია. ნელ-ნელა გვაგუებენ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში
Next: რაც უფრო მეტს ყვირის “ნაცბაბლის” სპიკერი ვითომ ანტირუსულობაზე, ის აუცილებლად რუსულ ფულთანაა კავშირში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.