Skip to content
16/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: როდესაც ოთხი წლის წინ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია. ნელ-ნელა გვაგუებენ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში

მარშალ პრესი 16/06/2026
shalva papuashvili

ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.

„ვფიქრობ, ეს ის ღია საიდუმლო იყო, რომელსაც ფარდა თავადვე ახადეს. კანდიდატ ქვეყნებს და ამ შემთხვევაში საქართველოსაც უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყნებსა და ერს, რომელსაც თანასწორად არ განიხილავენ. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულებაა ერთადერთი რამ, რასაც ვხედავთ. რომ ჩავხედოთ ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორიას, ეს იყო პროცესი, როდესაც ჩვენ ვილტვოდით ინტეგრაციისკენ და სხვადასხვა ფორმატს იგონებდნენ იმისთვის, რომ თან შორიახლოს ვყოლოდით, მაგრამ წევრი არ გავმხდარიყავით. მარტა კოსის განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, გვაჩვევენ იმ აზრს, რომ არავითარი წევრობა თანაბარ პირობებზე არ იქნება. არ ვიცი ვის თავში იხარშება ასეთი აზრები, რომ მთლიანად ერების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდეს. არ მეგულება არცერთი ქვეყანა, გარდა მოლდოვისა, რომელიც სხვას გადასცემს ყველა პრივილეგიას, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მასზე. ერთადერთ რამეს მოვუწოდებდი – სასწრაფოდ შეწყვიტონ ამ იდეის განხილვაც კი და ერების დახარისხება პირველ და მეორე კლასის ერებად“ , – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ზიანი უკვე მიმდგარია კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე თუნდაც ამ იდეის გაჟღერებით.

„ამით ევროკავშირმა აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება აქვს რეალურად კანდიდატი ქვეყნების მიმართ. 9 კანდიდატი ქვეყანაა თუ არ ვცდები და ამ ქვეყნებს უყურებს როგორც მეორეხარისხოვან ქვეყნებს. ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით. როდესაც ოთხი წლის წინ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია. ნელ-ნელა გვაგუებენ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე: ევროპის ლიდერებს შეშფოთების მიზეზი ნამდვილად აქვთ, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის კონფლიქტის გაგრძელებისთვის და არა მისი დასრულებისთვის
Next: პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.