გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
სახელმწიფო რწმუნებულმა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და ყოველდღიური თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
