Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა

მარშალ პრესი 11/06/2026
717417044_1036947832597263_5155405745755685453_n

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროფესიული საქმიანობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, აღსრულების სფერო მუდმივად ვითარდება და თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს. ინოვაციების დანერგვა და ინსტიტუციური გაძლიერება კიდევ უფრო ზრდის მომსახურების ხარისხსა და ეფექტიანობას, რაც საბოლოოდ მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება.

აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე, რომელიც აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ინიციატივით აღინიშნება, მიზნად ისახავს აღმასრულებლის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენას და მისი როლის ხაზგასმას სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში.

ღონისძიების ფარგლებში, პაატა სალიამ, ბიუროს ხელმძღვანელთან ლაშა მოძღვრიშვილთან ერთად, პროფესიული მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პასუხისმგებლობისთვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Post navigation

Previous: პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას – გამოცემა “Financial Times”
Next: მიხეილ სააკაშვილი გია ნოდიაზე: ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.