Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას – გამოცემა “Financial Times”

მარშალ პრესი 11/06/2026
044

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის 15-წლიანი დიპლომატიური სამსახურის რეფორმირების წინადადებებს განიხილავენ, რათა ბლოკმა გეოპოლიტიკურ კრიზისებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება შეძლოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას. ასევე, საუბარია მის დაქვემდებარებაში არსებული საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) ნაწილის ფუნქციების ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებზე გადანაწილებაზე.

Financial Times-ის ცნობით, რომელიც საკითხზე ინფორმირებულ ხუთ მაღალჩინოსანს ეყრდნობა, აღნიშნული ინიციატივები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუციური მოწყობის გადახედვას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: დავით ჩიხელიძე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება მმართველი გუნდისა და ეკონომიკური გუნდის კომპეტენტურ მუშაობას, ასევე იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ახორციელებს
Next: იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.