Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ

მარშალ პრესი 10/06/2026
irakli kircxalia

ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპონენტებს ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია აღიზიანებთ, რადგან ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს. “მუდმივი გამოწვევაა ის თავდასხმები, რომელიც მოდიოდა ჩვენთან ღიად, მკაფიოდ და აგრესიულად აშშ-ის წინა ადმინისტრაციიდან და, რომელიც მოდის განსაკუთრებით 2024 წლიდან. ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, განსაკუთრებით მუდმივად იყო მათი მხრიდან თავდასხმის მცდელობები. გახსოვთ ალბათ, უკრაინა-რუსეთის ომი სანამ დაიწყებოდა, თუ როგორი თავდასხმები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, სწორედ მაშინ გათვალა ბატონმა ბიძინამ, თუ როგორ განვითარდებოდა გენერალური სცენარი ჩვენს ქვეყანაში. ამას ვერ ჰპატიობენ საკუთარ თავს, დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ვერ ერევიან სიმართლეს. ვერ ერევიან ქვეყნის უანგარო სიყვარულს. აგენტს როგორ შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ვერ გაუთვითცნობიერებიათ, როგორ შეიძლება, ვინმემ თავისი სამშობლო დააყენოს უპირველეს ყოვლისა”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Post navigation

Previous: დიდუბის რაიონის გამგეობაში ამხანაგობების თავმჯდომარეებთან შეხვედრები გრძელდება
Next: ირაკლი კირცხალია – არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.