Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა

მარშალ პრესი 10/06/2026
irakli kobakhidze23

ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში.

„მინდა, ერთი წამით წარმოიდგინოთ, ბატონი ჰერჩინკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ რომ მოეგოთ არჩევნები და ამათი მთავრობა რომ ყოფილიყო ახლა ხელისუფლებაში ამ პოლიტიკური ძალების, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. მადლობა ღმერთს, რომ ბატონი ჰერჩინსკის ეს სურვილი არ ახდა, ქართველმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის ელჩს და საქართველოს არ ჰყავს დღეს ასეთი მთავრობა, თუმცა ძალისხმევა ძალიან დიდი იყო, არა მარტო წინასაარჩევნო მოწოდებებში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი, არამედ გამოიხატებოდა იმითაც, რომ გახსოვთ, არჩევნების დასრულების შემდეგ, არც ერთმა ელჩმა და ქვეყანამ საქართველოს შესაბამის სივრცეში არ მიულოცა არჩევნების წარმატებით ჩატარება, რადგან ეს ხალხი უნდოდათ ხელისუფლებაში. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. იმაზე ბევრად უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში. ეს არის ხალხი, რომლის ხელისუფლებაში მოყვანა უნდოდა ბატონ ჰერჩინსკის, მის თანამზრახველებს. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ასეთი მთავრობა არ შედგა, ეს იქნებოდა უბედურება. თეორიულადაც კი არ მინდა ამის წარმოდგენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის
Next: ირაკლი კობახიძე – სერიოზული შენიშვნები იყო ხარისხზე, როცა კონკრეტული კერძო კომპანიები აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს, გვინდა, შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს და ამ კომპანიის შექმნა, თავისი სპეცტექნიკით, მოგვცემს საშუალებას, ეფექტურად და სწრაფად გავუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.