Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის

მარშალ პრესი 10/06/2026
irakli kobakhidze23

საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც, გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ არის მხოლოდ ქაღალდზე და ის აისახება კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის.

„სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის უდიდესი მასშტაბის სუპერსახელმწიფო, ჩინეთის ხელისუფლებამ ჩვენთან თანამშრომლობა განავითარა უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტიანობით. რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რომელიც, გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, არის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩინეთის ხელისუფლებას მადლობას გადავუხდი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების მიმართ – არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები – არ იქნება სასჯელი
Next: ირაკლი კობახიძე – ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში, სადამდე მიიყვანდნენ ისინი ჩვენს ქვეყანას, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.