Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის რეზოლუცია ემსახურება ქვეყნის შიგნით რადიკალური ძალებისათვის გარკვეული საბაბის მიცემას იმისთვის, რომ მათ რაიმე სახით დღის წესრიგი შექმნან

მარშალ პრესი 08/06/2026
eka sepashvili

საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მომზადებულ მორიგ რეზოლუციას ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების მიერ შექმნილ დოკუმენტად აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ დოკუმენტს ახმოვანებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებების ერთ-ერთი აქტიური გამხმოვანებელია.
ეკა სეფაშვილმა არც ის გამორიცხა, რომ ევროპარლამენტარი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედების სანაცვლოდ სარგებელსაც იღებს.

„საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია მომზადებული და ხელშეწყობილია იმ მტრული ძალების მიერ, რომელთა გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ რასა იუკნევიჩიენე ახმოვანებს. მე არ გამიკვირდება, თუ ის ამაში ფინანსურ სარგებელსაც იღებს.

ეს უბრალოდ ემსახურება ქვეყნის შიგნით რადიკალური ძალებისათვის გარკვეული საბაბის მიცემას იმისთვის, რომ მათ რაიმე სახით დღის წესრიგი შექმნან,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია – ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს
Next: ირაკლი კირცხალია – მოვუწოდებ ყველას, ვინც გააცნობიერა სად იყვნენ 4 ოქტომბერს და რას სჩადიოდნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ჯანსაღი ნაბიჯები გადადგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.