Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, დაბალანსდეს

მარშალ პრესი 08/06/2026
irakli lircxalia

პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა, ჯარიმები დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის იქნება გადაცდომა და კანონდარღვევა.

“კონსულტაციები მიმდინარეობს სახელმწიფო მინისტრთან, ბატონ მამუკა მდინარაძესთან. ასევე, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს შს სამინისტროსთან, ბატონ სულხან თამაზაშვილთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებების განხორციელების შესახებ. ცვლილებები შეეხება ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ჯერჯერობით კიდევ კონსულტაციების რეჟიმში ვართ. სავარაუდოდ, შემდეგი სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოს, ჩვენ რაღაც გარკვეული ცვლილებები უკვე გვექნება. რატომ არის ეს ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო? – პრაქტიკიდან და დაკვირვებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რიგ შემთხვევაში, საგზაო წესებთან დაკავშირებით, მიდგომები და ჯარიმები უნდა შემსუბუქდეს.

უფრო სწორი იქნება, დაბალანსდეს იმასთან მიმართებით, თუ რა დონის გადაცდომა და კანონდარღვევაა. რამდენად პროპორციულია ამ გადაცდომასთან ის დღევანდელი მოქმედი ჯარიმები. დამერწმუნეთ, კონსენსუსს აუცილებლად მივაღწევთ და სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიის ბოლოს საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა ცვლილებები დაიგეგმება. რა კონკრეტულ მიმართულებებს შეეხება ეს ყველაფერი“, – განაცხადა კირცხალიამ. მისივე თქმით, ეს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ჯარიმები დარეგულირდება და დაბალანსდება.

Post navigation

Previous: საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის მომდევნო მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს
Next: ეკა სეფაშვილი: ევროკავშირის რეზოლუცია ემსახურება ქვეყნის შიგნით რადიკალური ძალებისათვის გარკვეული საბაბის მიცემას იმისთვის, რომ მათ რაიმე სახით დღის წესრიგი შექმნან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.