Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შეუძლებელი იქნებოდა ეს ფილმი გამოსულიყო რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“

მარშალ პრესი 08/06/2026
BACHO ODISHARIA

კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ, ქართულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრობს, რომლის ჩვენებაც 11 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება. ოდიშარიას თქმით, ფილმის შექმნის შთაგონებად ქართველი პარასპორტსმენების ისტორიები იქცა. მან ასევე ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ფილმის გადაღება.

„ფილმის შთაგონების წყარო იყვნენ თავად პარალიმპიელები და ზოგადად პარალიმპიური მოძრაობა საქართველოში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევიტყვეთ და დავინახეთ მათ შესახებ ფილმის უშუალოდ შექმნის პროცესში. ისინი რეალურად არიან ჩვენი ქვეყნის ანარეკლი და სახე და სწორედ ამაზეა ფილმი, ამ ადამიანების ისტორიებზე, მათ პირად განცდებზე, რა როლი აქვთ მათ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში იმიტომ, რომ ეს მოძრაობა სპორტის მიმართულებით არის უნიკალური შემთხვევა, რომელიც ყოველწლიურად აუმჯობესებს თავის საერთაშორისო თუ გლობალურ წარმატებას, რაც რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი არის. ეს ფილმი შეუძლებელი იქნებოდა, გამოსულიყო რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ იმიტომ, რომ როდესაც ამ ფილმის შესახებ მოისმინეს, ყველანაირი მხარდაჭერა გამოგვიხატეს ამ ფილმის ბოლომდე მისაყვანად და ეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დიდი ქველმოქმედების პატარა ნაწილი არის, რომელიც პარალიმპიური მოძრაობისთვის, ქართული სპორტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის გააჩნია“-აცხადებს ოდიშარია.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა
Next: სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით, საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.