საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს. საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე მზადყოფნას გამოთქვამს მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
“გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
