Skip to content
06/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა ხაჭაპურიძე: წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. ახლა, ცალსახად უფრო მეტია. მაშინ გამამართლებელი განაჩენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო

მარშალ პრესი 06/06/2026
shalva

წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. არცერთ ადვოკატს ამდენი გამამართლებელი არ ჰქონია- ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იუთუბ არხზე -„სამართლის ექსპერტი“ ადვოკატის როლზე, გახმაურებული საქმეებზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა ეკა ბესელიას, შალვა შავგულიძეს და რამდენიმე ადვოკატს. კითხვაზე, რამდენად შეიცვალა სტატისტიკა, ხაჭაპურიძე ამბობს, რომ გამამართლებელი განაჩენი ახლა უფრო მეტია.

„ახლა უფრო მეტია, ცალსახად უფრო მეტია გამამართლებელი განაჩენი. მაშინ გამამართლებელი განაჩენი რა იყო იცი?- ფილმებში რომ გვაქვს, გლადიატორი რომ შეხვალ და ან გამოხვალ ცოცხალი… მე ორჯერ დაკავებას მიპირებდნენ იმ საქმეზე რომელიც გამამართლებელი განაჩენია. მაშინ გამამართლებელი განაჩენი იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.“- აცხადებს ხაჭაპურიძე

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი
Next: თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.