Skip to content
06/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პოლონეთისთვის ტრადიციულად უკრაინაზე უფრო ახლო ქვეყანა პოტენციური მოკავშირეების სიიდან ამოირიცხოს

მარშალ პრესი 06/06/2026
marcin rosolowski22'

მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ერთი თავი ეთმობა საკითხს- „თავმდაბლობა უკრაინის მიმართ, სიმკაცრე საქართველოს მიმართ“.

ის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინის მიმართ პოლონეთი უკიდურეს მოთმინებასა და რბილ პოლიტიკას იჩენს, თვალს ხუჭავს კიევის მხრიდან გამოვლენილ უპატივცემულობაზე თუ კორუფციაზე. თუმცა, საქართველოს მიმართ ეს მოთმინება სადღაც ქრება და ვარშავა მყისიერად გადადის მორალისტურ ტონზე.

„ყველაზე თვალშისაცემი ორმაგი სტანდარტია. უკრაინის შემთხვევაში თითქმის ყველაფერი აიხსნება ომით, გეოპოლიტიკით, რუსეთის ზეწოლითა და ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობით. პოლონეთმა უნდა აიტანოს მორიგი შეურაცხყოფები, ზედმეტად ხმამაღლა არ დაიცვას საკუთარი ინტერესები, ფრთხილად ისაუბროს ისტორიაზე და არ დააყენოს მკაცრი პირობები. ეს ყველაფერი „სახელმწიფოებრივი ინტერესის“ სახელით. საქართველოს შემთხვევაში ეს მოთმინება მოულოდნელად ქრება. ცივი ანალიზის ნაცვლად ჩნდება მორალისტური ტონი. რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული სახელმწიფოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გააზრების ნაცვლად გვესმის ბანალური ფრაზები: „დემოკრატია საფრთხეშია“, „პრორუსული ხელისუფლება“, „დიქტატურა“. ასე ხდება საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკისა და გრძელვადიანი პარტნიორობის შანსის უარყოფა.“-ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ასევე საუბრობს უკრაინაში კორუფციაზე და საქართველოს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე. სტატიაში მოჰყავს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2024 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსში 53-ე ადგილზეა იმყოფება, ხოლო უკრაინა – 105-ზე. როსოლოვსკი კითხვას სვამს, თუ რატომ ითვლება უკრაინა უპირობო ნდობის მქონე პარტნიორად, ხოლო საქართველო, სადაც რეალური მაჩვენებლები ბევრად უკეთესია, დასავლეთში თითქმის დიქტატურად არის გამოცხადებული.

ავტორის თქმით, შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პოლონეთისთვის ტრადიციულად უკრაინაზე უფრო ახლო ქვეყანა პოტენციური მოკავშირეების სიიდან ამოირიცხოს.

„განსაკუთრებით მოხერხებულად იჩქმალება კორუფციის საკითხი. უკრაინა წარმოდგენილია სახელმწიფოდ, რომელსაც უპირობოდ უნდა ენდო, მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები და ერთმანეთის მიყოლებით გახმაურებული სკანდალები გაცილებით მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. Transparency International-ის მონაცემებით, 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში უკრაინა 180 ქვეყნიდან 105-ე ადგილზე იყო 35 ქულით 100-დან. საქართველო გაცილებით მაღლა, 53-ე ადგილზე აღმოჩნდა 53 ქულით – პოლონეთის თანაბარი შედეგით. მაშ, რომელ ქვეყანასთან არის უფრო ახლოს ევროპული სტანდარტები? ამას ემატება უკრაინაში გახმაურებული კორუფციული საქმეები: სამხედრო შესყიდვები, ბოროტად გამოყენება ენერგეტიკულ სექტორში, ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვის წარმომადგენლებთან დაკავშირებული სკანდალები, მათ შორის Energoatom-ის ირგვლივ განვითარებული საქმე. შესაძლებელია უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ამავე დროს იმის აღიარებაც, რომ კიევი სახელმწიფო გამჭვირვალობის იდეალური მაგალითი არ არის. პოლონეთის პოლიტიკა არ უნდა ემყარებოდეს რიტუალურ თვალის დახუჭვას იქ, სადაც ამას მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა მოითხოვს. ამ ფონზე საქართველოს თითქმის დიქტატურად წარმოჩენა ბუნებრივ წინააღმდეგობას იწვევს. საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აკვირდებოდნენ და აფასებდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები; არსებობდა კრიტიკული შეფასებებიც მათი მიმდინარეობის შესახებ. მაგრამ რას ვხედავთ თავად ევროკავშირში, სადაც ინტერნეტის ცენზურის შემოღებაზე საუბრობენ? რა მოხდა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში? როგორ იქცეოდა ბრიტანეთის მთავრობა, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში რადიკალურმა მემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვეს? შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პოლონეთისთვის ტრადიციულად უკრაინაზე უფრო ახლო ქვეყანა პოტენციური მოკავშირეების სიიდან ამოირიცხოს.“-აღნიშნავს ავტორი.

Post navigation

Previous: მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის ღალატს ნიშნავდეს – ის შესაძლოა უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს
Next: პოლონელი პუბლიცისტი მარჩინ როსოლოვსკი: თუ პოლონეთს სურს სერიოზულ სახელმწიფოდ დარჩეს, მას არ შეუძლია ქართველებს ზემოდან უყუროს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი არჩევანი დასავლეთის ლიბერალური ელიტების მოლოდინებს არ ემთხვევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.