Skip to content
06/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის ღალატს ნიშნავდეს – ის შესაძლოა უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს

მარშალ პრესი 06/06/2026
marcin rosolowski2

სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი თავის სტატიაში ყურადღებას ამახვილებს „პრორუსული საქართველოს მითზე“. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საზოგადოებას კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. შესაბამისად, ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან სიფრთხილის გამოჩენა და „მრავალვექტორული“ პოლიტიკა არა ღალატი, არამედ გადარჩენის ინსტინქტია.

„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება პოლიტიკური გამარტივებაა, რომელიც უფრო მეტს აბნევს, ვიდრე ხსნის. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ქართულ საზოგადოებას ახსოვს 2008 წლის ომი, რუსული ტანკები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაკარგვა. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის ღალატს ნიშნავდეს – ის შესაძლოა უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს. უკრაინას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს გადარჩენისთვის, ხოლო საქართველოს – არა? თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს – ზოგჯერ დასავლეთისთვის გამაღიზიანებელს, ზოგჯერ კი ზედმეტად ფრთხილს. თუმცა დაუშვებელია მისი ავტომატურად რუსულ აგენტურად გამოცხადება. ადვილია ქართველებისკენ მკაცრი ნაბიჯებისკენ მოწოდება ვარშავიდან, ბერლინიდან ან ბრიუსელიდან. გაცილებით რთულია პასუხისმგებლობის აღება იმ შედეგებზე, თუ პატარა კავკასიური ქვეყანა მოსკოვთან კიდევ ერთ დაპირისპირებაში აღმოჩნდება ჩათრეული“-ვკითხულობთ სტატიაში.

ამასთან, ავტორი ავტორი მიუთითებს იმასაც, რომ თუ სადმე არის ნამდვილი პრორუსულობა, ეს ბერლინშია. აღნიშნავს, რომ მიუხედავად ომისა და სანქციებისა, გერმანული ბიზნესის ნაწილი კვლავ ეძებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის გზებს.

„თუ უკვე პრორუსულობაზე ვსაუბრობთ, უპირველესად ბერლინს უნდა შევხედოთ. სწორედ გერმანული ელიტები აშენებდნენ Nord Stream-ს წლების განმავლობაში. სწორედ გერმანიამ გახადა ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებული. სწორედ ისინი მოძღვრავდნენ პოლონეთს „რუსოფობიის“ შესახებ, როდესაც ვარშავა კრემლის იმპერიული პოლიტიკის საფრთხეზე აფრთხილებდა. დღეს, მიუხედავად ომისა და სანქციებისა, გერმანული ბიზნესის ნაწილი კვლავ ეძებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის გზებს. სიმბოლური იყო გერმანიის ბიზნესწრეების მონაწილეობა სანქტ-პეტერბურგის ბიზნესფორუმში. იქ კვლავ ჩანს იგივე მენტალიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთს პარტნიორად, ხოლო ცენტრალურ ევროპას – ბიზნესის კეთებაში ხელისშემშლელ ფაქტორად აღიქვამდა. სწორედ ამიტომ პოლონეთმა არ უნდა მიიღოს გერმანული მგრძნობელობა საკუთარ კომპასად აღმოსავლეთისა და კავკასიის საკითხებში.“- აღნიშნავს ავტორი.

Post navigation

Previous: მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას. კავკასია ზედმეტად მნიშვნელოვანი რეგიონია იმისთვის, რომ ვარშავამ იქ საკუთარ ხმაზე უარი თქვას
Next: მარჩინ როსოლოვსკი: შეიძლება განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდეს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პოლონეთისთვის ტრადიციულად უკრაინაზე უფრო ახლო ქვეყანა პოტენციური მოკავშირეების სიიდან ამოირიცხოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.