Skip to content
05/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის – მათი მოთხოვნები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ

მარშალ პრესი 05/06/2026
varlam liparteliani

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს განაგრძობს და რიგით მე-9 შეხვედრას რაჭაში, ამბროლაურში მართავს. შეხვედრა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ახალგაზრდები ესწრებიან, დისკუსიის ფორმატით წარიმართება.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ახალგაზრდების ხედვები და სამომავლო გეგმები საინტერესო და მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის.

მისივე თქმით, ახალგაზრდების მოთხოვნებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს.

“მათი ხედვები და სამომავლო გეგმები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. იცით, რომ დღეს რაჭაში შევხედრა გვექნება და დარწმუნებული ვარ, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის შეხვედრა ერთ-ერთი გამორჩეული იქნება. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდების ჩართულობას, ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მოთხოვნები, სურვილები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის – ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ,” – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

 

Post navigation

Previous: დაპირისპირება გრძელდება – ერთმანეთს ამჯერად ნიკა და თინა დაეჯახნენ
Next: მარიამ გრიგოლიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ახალგაზრდების მიერ გაჟღერებული იდეები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხელისუფლების სამომავლო საქმიანობაში გასათვალისწინებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.