Skip to content
05/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაპირისპირება გრძელდება – ერთმანეთს ამჯერად ნიკა და თინა დაეჯახნენ

მარშალ პრესი 05/06/2026
tina-nika

მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ, – ამის შესახებ “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მისამართით წერს, რომელმაც მის პარტიასა და მიხეილ სააკაშვილზე გვარამიას მხრიდან თავდასხმას მოულოდნელი უწოდა.

გვარამიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ “ნაცმოძრაობა”, “ოპოზიციის ალიანსის” საქმიანობაში ელემენტარულ მონაწილეობას მაინც მიიღებს. ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ ბოკუჩავას მხრიდან პარტია “ახალში” არსებულ ტურბულენტობაზე საუბარი არასერიოზულია იმ ფონზე, რომ თავად “ნაციონალურ მოძრაობაში” ბოლო რამდენიმე წელია, სკანდალურად იცვლებიან თავმჯდომარეები.

“წარმატებას გისურვებ ამაში, მხოლოდ გამეხარდება, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა და ყველას და ყველაფრის გინებას მორჩება ენმ. იცი ამაზე ჩემი პოზიცია და არ გაგიკვირდება ჩემი კეთილი სურვილები. ასევე, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც.
რაც შეეხება თამარ ბაღაშვილის კომენტარს მიშა სააკაშვილზე ჩემი თავდასხმის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეესაბამება და სამწუხარო მოსასმენია.

P.S ნაცმოძრაობა, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია,” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

თინა ბოკუჩავამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა: “არ მეგონა, რომ ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” ნიკა გვარამიას მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განპირობებული იმ შიდა პარტიული ტურბულენციით, რაც თავად “ახალშია”. ვფიქრობ, რომ ამ პერიპეტიებმა განაპირობა ის, რომ მან ამგვარი საჯარო განცხადება გააკეთა, მე ამას მივაწერ ასეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გაკვირვებული დამტოვა. რაც შეეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, იქ საუბარი იყო რამდენად ქმედითუნარიანია თავად პარტია და ა.შ., მერწმუნეთ, ვინ ვინ და, მე გადასარევად მესმის, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გახდეს პარტია.”

Post navigation

Previous: ბექა ძამაშვილი – ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა 93%-ით შემცირდა, გვაქვს 29 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია – ეს ადასტურებს, რომ ჩვენთან უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალ დონეზეა
Next: ვარლამ ლიპარტელიანი: ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის – მათი მოთხოვნები და ხედვები, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.