Skip to content
04/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნაცმოძრაობის სექტა საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის საფრთხეს წარმოადგენს

მარშალ პრესი 04/06/2026
jaba xubua

ნაცმოძრაობის ფუნდამენტალისტური სექტა და მისი მიმდევრების უდიდესი უმრავლესობა (ალბათ, იშვიათი გამონაკლისები აქაც არსებობენ, თუმცა გამონაკლისი წესს ადასტურებს) საზოგადოებისათვის საშიშია და ქვეყნისათვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, – წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე. მისი განცხადებით, “ნაცსექტანტები და პორწავარდნილი ლიბერფაშისტები” რომ საზოგადოებისთვის საშიშია, ამას ადასტურებს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების მისამართით ღვარძლის ფრქვევა და ამაზრზენი კომენტარები.

როგორც ხუბუა აღნიშნავს, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ “ნაცსექტისათვის” ნებისმიერი ადამიანის გასაჭირი მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. “ამის მკაფიო დასტურია ნაცსექტანტებისა და პირწავარდნილი ლიბერფაშისტების ისტერიკა და ამაზრზენი კომენტარები, იგავმიუწვდომელი სიძულვილისა და ღვარძლის ფრქვევა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლების მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი მოთხოვნა და ინტერსები დააკმაყოფილა.

კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაცსექტისათვის ნებისმიერი ადამიანის გასაჭირი მხოლოდ ბინძური პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და ბავშვების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი ამ ფაშისტურ ბრბოს ზუსტად ისე ადარდებს, როგორც კერპთაყვანისმცემელს კერპისათვის შესაწირი ტარიგის ბედი. დიუშენის სინდრომით დაავადებული პაციენტები, ქართული სახელმწიფოს ხელშეწყობით, საჭირო წამლებს მიიღებენ, მაგრამ დედამიწის ზურგზე არ არსებობს წამალი, რომელიც ნაცს ნაცობისგან, ანუ ანტიადამიანობისგან განკურნავს.” – წერს ჯაბა ხუბუა.

Post navigation

Previous: არ გამოვრიცხავ, რომ საქართველო კიდევ ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტი იყოს
Next: ფოტოზე ჩანს საშიში ხალხი, საშიში აზროვნებით და ეს ყველაფერი არის იმ საშიში ინდოქტრინაციის შედეგი – დათა გვასალია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.