Skip to content
04/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაჭრილი სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ

მარშალ პრესი 04/06/2026
0158

საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებაში – მარშირება რთულ რელიეფზე მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხედროები თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცილეს და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.

მარშირებაში რთულ რელიეფზე მონაწილეობას მიიღებენ: პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე, მაიორი ავთანდილ მუშკუდიანი, მასტერ-სერჟანტი ივანე ემელიანოვი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული, კაპრალი რამინ ფუტკარაძე, ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ დემურაშვილი და ბაკურ მგელიაშვილი. ტურნირში ჩართვისთვის მათ ინტენსიური მომზადება გაიარეს.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი აღნიშნულ ღონისძიებაში მეხუთედ მონაწილეობს. გასულ წლებში მათ წარმატებით იასპარეზეს და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ღონისძიება 6-12 ივნისს შოტლანდიის ქალაქ პერზირში ,,Allied Forces Foundation”-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით გაიმართება. სპორტულ ღონისძიებაში ქართველი სამხედროების გარდა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა სახელმწიფოების ათასზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება. ღონისძიება მიზნად ისახავს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების ამაღლებას, რაც მათ თვითრეალიზაციაში დაეხმარება. სპორტული აქტივობები დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს კონტაქტის დამყარების, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს.

Post navigation

Previous: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ: ვფიქრობ, მშვენიერი შესაძლებლობაა დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა
Next: ირაკლი კობახიძე – საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.