Skip to content
04/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. თქვენი დროშა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელს მსოფლიოში, მასზე 5 ჯვარია გამოსახული და, ვფიქრობ, ეს კარგად ასახავს თქვენს გრძელ და წარჩინებულ ისტორიას

მარშალ პრესი 04/06/2026
landau

მადლობას ვუხდი ელჩს თბილი წარდგენისთვის. მადლობას ასევე ვუხდი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ამ საღამოზე დასასწრებად თბილისიდან ჩამოსვლისთვის. თქვენი აქ ყოფნა თვალსაჩინოა და ჩვენ ამას ვაფასებთ. ჩემთვის დიდი პატივია, ამ ღონისძიების ფარგლებში, ამ მშვენიერ დარბაზში მოგმართოთ, მოგილოცოთ ქართველ ხალხს ეს მორიგი ისტორიული თარიღი და ერთი-ორი სიტყვით ვისაუბრო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, როგორც ჩემი, ასევე აშშ-ის, პრეზიდენტი ტრამპისა და სახელმწიფო მდივანი რუბიოს სახელით- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„უნდა აღვნიშნო, რომ ეროვნული ჰიმნების შესრულებისას აღვფრთოვანდი თქვენი ქვეყნის ბუნების სილამაზით. ვფიქრობ, ბევრი ამერიკელი აცნობიერებს, თუ რაოდენ ლამაზია თქვენი ქვეყანა და, ვგონებ, საქართველოში ბევრი გამაოცებელი ტურისტული შესაძლებლობაა. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მე ერთ-ერთი მათგანი ვარ ვისაც ადრე თუ გვიან სურს საქართველოში ჩასულ ტურისტთა რიგებში იყოს. ვნახე რა გამოფენა/ფოტოები, ეგრევე გავიფიქრე: მეც უნდა ჩავიდე.

მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია… ბავშვობაში საათობით რომ ვისწავლიდი. უფროსი ძმა მყავს, რომელიც ჩემზე გაცილებით დიდი იყო და ამიტომ, ფაქტობრივად, დედისერთა ბავშვი ვიყავი; ასე რომ საათობით ვეჯექი მსოფლიო ატლასს და სხვადასხვა ქვეყნების შესახებ ვკითხულობდი, ვსწავლობდი მათ დედაქალაქებსა და წარმოების საშუალებებს, თუმცა საქართველო მაშინ, როდესაც მე ვიზრდებოდი, დამოუკიდებელი ქვეყანა არ იყო, ამიტომ, ფაქტობრივად, არ მომეცა საშუალება შემესწავლა საქართველო. ის იმ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც დამოუკიდებლები ჩემს ბავშვობაში არ იყვნენ. ამრიგად, ამ თვალსაზრისით, თქვენ ძალიან ახალი ქვეყანა ხართ, მაგრამ, როგორც ეს დღეს უკვე აღინიშნა, საქართველო ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. გილოცავთ ამ ათასწლოვან სახელმწიფოებრიობასა და გაქრისტიანების 1700 წელს. თქვენი დროშა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელს მსოფლიოში, მასზე 5 ჯვარია გამოსახული და, ვფიქრობ, ეს კარგად ასახავს თქვენს გრძელ და წარჩინებულ ისტორიას. მოგეხსენებათ ეს ჩვენი ხალხების საერთო კულტურული მემკვიდრეობაა.“- განაცხადა ლანდაუმ.

Post navigation

Previous: გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა
Next: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ: ვფიქრობ, მშვენიერი შესაძლებლობაა დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.