Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეკომენდაციების თორმეტივე პუნქტი შესრულდეს

მარშალ პრესი 06/07/2022
მამუკა მდინარაძე

აცდენილები არიან ევროკომისიის რეკომენდაციებს და ცდილობენ საკუთარი დღის წესრიგი შემოიტანონ, მაშინ როდესაც მკაფიოდ, შავით თეთრზე წერია ევროკომისიის მიერ შედგენილ დოკუმენტში რა უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ეს პარტიები თავის სუბიექტურ ინტერესებს ვერ გასცდნენ.

„ჩვენ გვაკისრია ვალდებულება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს 12 რეკომენდაცია არის გაცემული (და, რა თქმა უნდა, ამიტომაც), არამედ იმიტომ რომ საზოგადოებისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე უნდა ვიყოთ მართლები, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ერთი საკამათო თემა არ დავტოვოთ, რომ საკუთარ თავთან, საკუთარ ქვეყანასთან, ხალხთან ვიყოთ მართლები. ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ თორმეტივე პუნქტი შესრულდეს და არცერთს არ დავაკლოთ მცდელობა. ისინი [რადიკალური ოპოზიცია] რას გააკეთებენ, მიიღებენ თუ არა ამაში მონაწილეობას, მათი გადასაწყვეტია. ახლა რასაც ვუყურებ, მე პირადად ამის იმედი მაინც და მაინც არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხალხი თავის პარტიულ ინტერესებს ვერაფრით გაცდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: ასე ყველა ერთი *ლით რაფერ ხართ ნაკეთები?! – მ ბიჭმა, სიკეთე ,,დამიფასა” და მიმოწერა გაასაჯაროვა, არ მჭირდება ,,ქოცის” დახმარებაო
Next: თენგიზ ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა პიკს შემოდგომაზე მიაღწევს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025