Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

“ქართული ოცნების” კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე – მოლოდინი მქონდა, რომ გავიმარჯვებდი, მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა საკრებულოში

მარშალ პრესი 02/04/2022
რამაზ ჯინჭარაძე

მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა ბათუმის საკრებულოში, რომელიც იზრუნებს ბათუმელებზე, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდთან ერთად ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

„მე მქონდა მოლოდინი, რომ გუნდთან ერთად ღირსეულად გავიმარჯვებდი. ჩემი 25-წლიანი საჯარო სამსახურში მუშაობა მაძლევდა იმის საფუძველს, რომ მეყარა კენჭი და გამემარჯვა. გუნდთან ერთად მივაღწიეთ ამ გამარჯვებას. მართლა ღირსეული გამარჯვებაა და მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ამომრჩეველს. მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა საკრებულოში, რომელიც ყოველთვის იზრუნებს ბათუმელებზე”, – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძოდა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე. ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა, რის გამოც მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები დაინიშნა.

Post navigation

Previous: თორნიკე რიჟვაძე – ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსების არჩევნები იყო დაანონსებული და მართლაც, ღირსებამ და სიმართლემ გაიმარჯვა
Next: ცესკო – შუალედური არჩევნები შედგა, კენჭისყრა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.