Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე – ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსების არჩევნები იყო დაანონსებული და მართლაც, ღირსებამ და სიმართლემ გაიმარჯვა

მარშალ პრესი 02/04/2022
თორნიკე რიჟვაძე

ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსების არჩევნები იყო დაანონსებული და მართლაც, ღირსებამ და სიმართლემ გაიმარჯვა, რისთვისაც დიდი მადლობა ბათუმელებს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, 9 საარჩევნო უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე იმარჯვებს.

„დღევანდელი შედეგი არის ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი ეროვნული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგი, რასაც შესაბამისი მხარდაჭერა და შეფასება აქვს ქართულ საზოგადოებაში, ბათუმში და ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურს და დარწმუნებული ვარ, ხალხი მომავალშიც გვერდით დაგვიდგება, რომ მათზე ვიზრუნოთ“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კითხვაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან „ძველი ბიჭების“ მობილიზებაზე საუბრობდნენ, რიჟვაძე პასუხობს, რომ „ამ არჩევნებს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს“.

„ჩვენი შტაბის თანამშრომლები, ჩვენი გუნდის ლიდერები იყვნენ საარჩევნო უბნებზე და მათი მხრიდან იყო მობილიზებული კრიმინალური წარსულისა და აწმყოს მქონე პოლიტიკოსები. მიუხედავად ამისა, ვერავინ მიაყენებს ამ არჩევნებს ჩრდილს, ვინაიდან ამ შუალედურ არჩევნებში დაახლოებით 45%-მა მიიღო მონაწილეობა. რამდენი სიცრუეც არ უნდა მოვისმინოთ, ეს ჩრდილს ვერ მიაყენებს ამ არჩევნებს. ამასთან, ბათუმის ამ ოლქში კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობდა, რაც ნოვაციაა და პრაქტიკულად გამორიცხავს ნებისმიერ ჩარევას საარჩევნო პროცესში. თეთრიც და შავიც ყველაფერი კარგად გამოჩნდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პირადად მე, ჩემს ოჯახსაც, ჩვენს კანდიდატს და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენს გუნდშია, უამრავი სიბინძურის და სიცრუის მოსმენა უწევდა, მაგრამ ბათუმელებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. 9 უბნის მონაცემებით, დაახლოებით 10 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ჩვენი კანდიდატი 3 ათასი ხმით ლიდერობს. ჩვენს მოძმე სახელმწიფოში ომი მიმდინარეობს, რის გამოც არ გვქონდა სრულფასოვანი კამპანიის წარმოების საშუალება, მაგრამ ჩვენმა კანდიდატმა შეძლო ყველა ამომრჩეველთან თავისი სათქმელი მიეტანა და ვფიქრობ, სწორედ ამის დამსახურებაა“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

Post navigation

Previous: ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ლიდერობს
Next: “ქართული ოცნების” კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე – მოლოდინი მქონდა, რომ გავიმარჯვებდი, მე ვიქნები ყველა ბათუმელის ხმა საკრებულოში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.