Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად – ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს

მარშალ პრესი 03/06/2026
rezo kiknadze

 

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე, ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელსა და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, თანაგუნდელ მატვეი საფონოვითან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების აღნიშვნის გამო აკრიტიკებს და უკრაინელ ფეხბურთელ ილია ზაბარნისთვის მიბაძვას ურჩევს.

კიკნაძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხვიჩა კვახარცელიას ღირსებას და პრინციპებს და აცხადებს, რომ მხოლოდ გატანილი გოლი მას კარგ ადამიანად ვერ აქცევს.

“კომენტატორმა თქვა, უკრაინელმა ზაბარნიმ რუს მეკარე საფონოვს ხელი არ ჩამოართვა ვარჯიშზეო. აი, ამას ქვია ღირსება და პრინციპულობა. ხვიჩა კვარაცხელიამ არათუ ხელი ჩამოართვა, შეახტა და ჩაეხუტა. ხვიჩა, იცი თუ არა, ვინ წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ვინ მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ვინ ამოგვიხოცა ამდენი ხალხი? რუსს, პუტინის მეხოტბეს და ფეხქვეშ გამგებს, რანაირად ეხუტები? შენი სამშობლოს ისტორიას ან აწმყოს გაცნობიხარ საერთოდ? ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად. აშკარად არ გსმენია და ზაბარნის კითხე, იქნებ რამე მაინც გასწავლოს.
P.S. აბა, რა საერთოა კვარასა და სეტანტას შორის? დაგუგლული არ აქვს არცერთს სიტყვა ღირსება,” – წერს რეზო კიკნაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

Post navigation

Previous: ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა
Next: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.