ბათუმში საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფესტივალს ბათუმი 2-6 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს. შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს შორის და მასში საქართველოს ყველა რეგიონის 1200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშა ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორმა სპორტსმენებმა საზეიმოდ აღმართეს. გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონიაც და შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება
