Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – გერმანია ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა, ვებ-გვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია

მარშალ პრესი 02/06/2026
irakli kobakhidze

გერმანული ხელისუფლების ეს ნაბიჯები არის არასერიოზული, ისეთივე არასერიოზული, როგორიც არის გერმანიის ელჩი საქართველოში და მისი ქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ ოფიციალური მონაცემების არგანახლების საკითხს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა.

„თან საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. ვებ-გვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია, აღარაფერს ვამბობ ბევრ სხვა ქმედებაზე. ელჩისთვის შეხვედრის არჩანიშვნაც არის ამის მორიგი გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: მადიარი უკრაინაზე: საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ადმინისტრაციაში მშობლიური ენის გამოყენება არ არის რაღაც ზედმეტი პრივილეგია, ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა – ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს
Next: პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.