Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მადიარი უკრაინაზე: საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ადმინისტრაციაში მშობლიური ენის გამოყენება არ არის რაღაც ზედმეტი პრივილეგია, ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა – ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს

მარშალ პრესი 02/06/2026
J

J

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა კიევს უმცირესობების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს.

ეს განცხადება მადიარმა ბერლინში ყოფნისას გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ პროგრესის მისაღწევად ფუნდამენტური საკითხების მოგვარებაა საჭირო.

„აქ, ბერლინშიც შემიძლია გავიმეორო: მზად ვარ, მომავალი კვირის დასაწყისში შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის, თუ ჩვენ ნამდვილად შევძლებთ შეთანხმებას ადამიანის ამ ფუნდამენტურ უფლებებზე. საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ადმინისტრაციაში მშობლიური ენის გამოყენება არ არის რაღაც ზედმეტი პრივილეგია, ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა. ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ამის მიუხედავად, უნგრეთის მთავრობის მეთაური ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი უთანხმოების მოგვარების იმედს მაინც გამოთქვამს.

„ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შევძლებთ ამ დავის მოგვარებას, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია გრძელდება“, – აღნიშნა პეტერ მადიარმა.

Post navigation

Previous: საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მყოფ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე უმასპინძლეს
Next: პრემიერი – გერმანია ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა, ვებ-გვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.