Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია

მარშალ პრესი 01/06/2026
levan maxashvili

საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, – წერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე, ევროპა საკუთარი თავის ძიებაშია.

როგორც მახაშვილი აღნიშნავს, სწრაფად ცვალებად სამყაროში, ევროპამ ვიწრო-პოლიტიკურის ნაცვლად, პრაგმატული და სტრატეგიული დღის წესრიგის გატარება უნდა დაიწყოს. “მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა. ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის, როლისა და ადგილის ძიებაშია. სწრაფად ცვალებადი სამყარო საჭიროებს სწრაფად ადაპტირების უნარს, ახალ ინსტრუმენტებს, აგრეთვე, ვიწრო-პოლიტიკურის ნაცვლად, პრაგმატული და სტრატეგიული დღის წესრიგის გატარებას. სხვა შემთხვევაში, ახალ მსოფლიოს ევროპის ნაცვლად სხვები შექმნიან. ახალ მსოფლიოს ახალი (ან კარგად დავიწყებული ძველი) ევროპა სჭირდება,” – წერს ლევან მახაშვილი.

Post navigation

Previous: დიდუბესა და დიღმის მასივში მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიები ითიბება
Next: მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.