Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – თუ იქნება დავალება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ამას „ნაცი“ რომ ამბობს ცალკე ანეკდოტია

მარშალ პრესი 01/06/2026
mamuka mdinaradze2

ახლა რაღაც შიდა დაღვინების ეფექტის მქონე პარტიული დავალება მიიღეს, ამას თამაშობენ, თუ ეტყვიან ერთად იქნებიან, თუ ეტყვიან დაიშლებიან, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როცა დაავალეს, „ლელოს“ წარმომადგენლები და გახარიას პარტიელები დასხდნენ ერთად.

„მე მათ ეგოებზე არ ვილაპარაკებ, რადგან როცა დაავალეს, „ლელოს“ წარმომადგენლები და გახარიას პარტიელები დასხდნენ ერთად. ეს ჩვენ საინდიკაციოდ გამოგვადგება. ხაზარაძე-ჯაფარიძე და გახარია ერთ მაგიდასთან დასხდნენ, გაერთიანდნენ რაღაც მიზნის გარშემო, ჩვენ მერე ვსაუბრობთ ეგოებზე. არანაირი ეგო იქ არ არის. გამოხტება ვიღაც და ტელევიზორში რაღაცას ეტყვის, გასაგებია, როცა მიუშვებენ, მაგრამ თუ იქნება დავალება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული. ამას „ნაცი“ რომ ამბობს ცალკე ანეკდოტია. დალაგდებიან და ერთად იქნებიან. ახლა რაღაც შიდა დაღვინების ეფექტის მქონე პარტიული დავალება მიიღეს, ამას თამაშობენ, თუ ეტყვიან ერთად იქნებიან, თუ ეტყვიან დაიშლებიან. იქ პიროვნული ფაქტორები იჩენს ხოლმე თავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა
Next: სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მუშაობა დაიწყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.