Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას უმასპინძლა

მარშალ პრესი 01/06/2026
10

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მხარეებმა ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა. ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. მან სტუმარს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა პატივისცემაზე, ნდობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის: სამხედრო განათლება, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, ასევე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თავდაცვის მიმართულებით არსებულ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამმხრივი თანამშრომლობა – სამმხრივი სწავლებები კიდევ უფრო აახლოებს აღნიშნული ქვეყნების სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები ესწრებოდნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მოგვიანებით, აზერბაიჯანის დელეგაციამ ჰეიდარ ალიევის ძეგლთან გადაინაცვლა და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

Post navigation

Previous: მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც – მიხეილ სააკაშვილი
Next: მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – თუ იქნება დავალება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ამას „ნაცი“ რომ ამბობს ცალკე ანეკდოტია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.