დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის №9 კორპუსში დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს და დაიცავს მოსახლეობას ნალექით გამოწვეული პრობლემებისგან.
მსგავსი ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე განხორციელდა ოთხ ამხანაგობაში. სამუშაოების ჯამური ღირებულება 100 613 ლარს შეადგენს.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შოთა ქევხიშვილთან ერთად.
დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს, რათა ეტაპობრივად მოგვარდეს ინფრასტრუქტურული პრობლემები და გაუმჯობესდეს თითოეული მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრება.
