Skip to content
31/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, მოადგილე ზურაბ უგულავასა და ინფრასტრუქტურისა და საუბნო განყოფილებების წარმომადგენლებთან ერთად, წერეთლის გამზირის N101-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

მარშალ პრესი 03/04/2026
660522449_1396504415852347_7399355706164466313_n

დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი, მოადგილე ზურაბ უგულავასა და ინფრასტრუქტურისა და საუბნო განყოფილებების წარმომადგენლებთან ერთად, წერეთლის გამზირის N101-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა გამგეობის წარმომადგენლებს არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე დეტალურად ესაუბრნენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სანიაღვრე სისტემის მოწყობის აუცილებლობაზე — მოსახლეობის განცხადებით, უხვი ნალექის დროს ეზოში გროვდება წყალი, რაც მნიშვნელოვან დისკომფორტს ქმნის და ხელს უშლის როგორც გადაადგილებას, ისე ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ასევე, მოსახლეობამ დააყენა ეზოს კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის, მწვანე სივრცეების განახლება და საერთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
როგორც დიდუბის რაიონის გამგებელმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემები შესაბამისი სამსახურების ჩართულობით დეტალურად შეისწავლება და ეტაპობრივად დაიგეგმება მათი გადაწყვეტის გზები. მისივე თქმით, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც საშუალებას იძლევა, კონკრეტული საჭიროებები დროულად გამოვლინდეს და შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

Post navigation

Previous: ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე
Next: დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის №9 კორპუსში დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციას ახორციელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.